სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტო” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერა, საუბარი);
** MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

თანამდებობრივი სარგო: თვეში 590 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** აქტუალური CV;
** დიპლომის ასლი;

შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გულუას ქ. 6, მე-5 სართული.

საბუთების მიღება წარმოებს 2012 წლის 7 მაისიდან 21 მაისამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 752355.