სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთი წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაციის მომზადების და ჩატარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ინოვატორულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესის ამტანობის უნარი;
** მოქნილობა და ცვალებად სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული.

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი:

** რეკლამის დამკვეთებთან კომუნიკაცია;
** იურისტისთვის კონტრაქტების შესადგენად საჭირო ინფორმაციის მომზადება;
** მარკეტინგის ფაილების საეთეროდ მომზადების კოორდინაცია;
** გარე წარმოების კომპანიებთან ურთიერთობა;
** პრომო მასალების ბეჭდვისა და მომზადების კოორდინაცია;
** მარკეტინგის დეპარტამენტის შესყიდვების საბუთების მოწესრიგება და ბუღალტერიასთან ურთიერთობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tv9.ge არაუგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.