ზოგადად, ფილმების დიდი მოყვარული ვარ. მართალია, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო მრჩება ამ სიამოვნებისთვის, მაგრამ კვირაში მინიმუმ 2-ჯერ „გამოწერილი“ მაქვს კინოსეანსი.

თქვენი არ ვიცი და ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ ხდებოდა ამა თუ იმ ფილმის გადაღება, რა ხდება კადრს მიღმა, როგორია დეკორაციები, რა იმალება სუპერსპეცეფექტების მიღმა (განსაკუთრებით ძველი, „არაკომპიუტერიზირებულ“ ფილმებში) და ა.შ. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ მსოფლიო საკულტო ფილმების „კადრს მიღმა“ ფოტოებს. იმედი მაქვს დიდად ისიამოვნებთ…