100  ათასმა გერმანელმა უარი თქვა გაზეთ BILD-ის უფასო მიღებაზე…

ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობამ, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს გაზეთ ბილდის საიუბილეო პრომო აქციის მიმართ 114 ათასს გადააჭარბა!

2011 წლის დეკემბერში პოპულარულმა გაზეთმა “ბილდიმ” გადაწყვიტა, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ყველა გერმანელის ოჯაში დააგზავნიდა გაზეთის თითო ეგზემპლარს. აქციის დასაწყისად გამმოცხადდა 23 ივლისი.

ამ განცხადებამ გამოიწვია მოქალაქეების უკმაყოფილება, უმრავლესობამ  უარი განაცხადა გაზეთის მიღებაზე. პროტესტის ნიშნად მათ უარმყოფელი  წერილები   გააგზავნეს რედაქციაში.  ასევე შექმნეს ინტერნეტ პორტალი „alle-gegen-bild.de“ (ყველა ბილდის წინააღმდეგ). ამჟამად საიტი არ მუშაობს, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის  მიხედვით  ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო.

ფორმის შევსება და  მესიჯის გაგზავნა  ასევე შესაძლებელია  საიტიდან  Compact.de .  საპროტესტო კამპანიის სლოგანი  გახდა ფრაზა : „ ვინც არიგებს  , თავად წაიღოს“ (Кто раздает, пусть сам и забирает!)

საპროტესტო კამპანიის თემას ასევე გამოეხმაურა თავისუფალი ბლოგი  bildblog.de  სადაც  რეგულარულად აკრიტიკებენ გაზეთ ბილდის შემადგენლობას .

Bild– ის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ   ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ  საიუბილეო კამპანიასთან დაკავშირებით  და როდესაც გადაწყვეტენ კამპანიის დაგეგმვას აუცილებლად  გაითვალისწინებენ  ყველა პრეტენზიას და შენიშვნებს.

Bild–ი არის გერმანული ყოველდღიური  გაზეთი,  რომელიც ცნობილია თავისი „ყვითელი“ მატერიალებით . გაზეთის ტირაჟი არის 455 ათასი დღეში .