ნატალია ხუარესმა, 34 წლის ფილოსოფიის პროფესორმა, რომელიც მექსიკის მემარცხენე პარტიის “დემოკრატიული რევოლუციის” აქტივისტს წარმოადგენს, მექსიკის კონგრესში კენჭისრისთვის ფრიად ორიგინალური გზა აირჩია.

ის და მისი თანამოოაზრეები სრულიად გაშიშვლდნენ და ფოტოსესია მოაწყვეს. შემდეგ კი ეს ფოტოები მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქში გვადალაჰარაში ბილბორდებზე განათავსეს.

ბილბორდის შემდეგი წარწერა ამშვენებს: ჩვენ გთავაზობთ მექსიკისთვის ახალ ცხოვრებას (ახალ პროექტს) ყოველგვარი ფარული განზრახვის გარეშე.

ბილბორდზე წარმოდგენილი “ღია” ქალბატონები ერთი პარტიის წარმომადგენელები არიან.

საინტერესოა, როგორ იმუშავებს ეს კამპანია და მზად არიან თუ არა მექსიკელები “შიშველი სიმართლის” მოსასმენად.

ნატალია და მისი მომხრეები სხვა სახის ბილბორდსაც ათავსებენ, სადაც მომავალი პოლიტიკოსების მშვენიერი ფეხებია გამოსახული ფრიად ღირსეული სლოგანით.

 წარწერა ბილბორდზე: 
“უკეთესია 1000 ჩვენგანმა ნაბიჯი გადადგას წინ, ვიდრე ერთმა ლიდერმა 1000 ნაბიჯით დაგვწიოს უკან”

ნატალია ხუარესმა CNN-თან საუბარში აღნიშნა: “საზოგადოება ლეთარგიულ ძილს მიცემია. ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ მექსიკელები. უფრო ენერგიულები უნდა ვიყოთ და ერთხმად შევძახოთ: ხალხო გაიღვიძეთ, ზვიგენები გვიახლოვდებიან და თქვენს შეჭმას ლამობენ. გაიღვიძეთ და შემოგვიერთდით”.

1 ივლისს გამოჩნდება გაიღვიძებს თუ არა მრავალტანჯული მექსიკელი ერი და ქალბატონ ხუარესს აირჩევს თუ არა კონგრესში.