მოდა ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე სერიოზულ  გავლენას ახდენს, ზოგჯერ დეპრესიაში გვაგდებს,  ზოგჯერ კი აგვაღფრთოვანებს! ის ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ის ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს…

ახლა დავფიქრდი და… მოდა ქალივით ყოფილა!🙂

და მაინც… რა არის დღესდღეობით მოდაში? ადამიანები, რომლებსაც ინდივიდუალიზმი ახასიათებთ, ყოველთვის ცდილობენ ჯერ საკუთარი სტილი შექმნან და შემდეგ შეინარჩუნონ. მსოფლიო ტენდენცაც ამას გვკარნახობს – ვიყოთ ინდივიდუალურები ჩაცმულობაში, ვიყოთ სტილურები, ყოველივე ეს, კი ტანსაცმლის სწორი შეხამებითა და აქსესუარების არჩევანში გამოიხატება… ვეთანხმები სხვა გზა არც მაქვს! ასეა!

ეს ყველაფერი ისე განწყობისთვის! მოკლედ… წარმოგიდგენთ!

„ესენი არიან ჩვენი მოდელები“ – აცხადებს იტალიური  ბრენდი  Piazza Italia, რომელმაც გადავწყვიტა პროფესიონალი მოდელების ნაცვლად უბრალო მოქალაქეებს  ჩააცვას…

ისინი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებიან!🙂

ნახეთ და… შეაფასეთ!  ადამიანები, რომლებმაც ინდივიდუალიზმი არ დაკარგეს!🙂