სიმბოლო I ♥ NY ალბათ ყველას ეცნობა. ის უკვე წლებია წარმოადგენს ნიუ-იორკის განუყრელ სიმბოლოს…

თუმცა, Empire State Development-ის მიერ შემუშავებულ სარეკლამო კამპანიაში, გულის ნაცვლად უამრავი სხვადასხვა თემა ფიგურირებს.

კამპანიის სახელწოდებაა Follow your heart  (მიყევი შენს გულს) და მიზნად ისახავს ტურისტებისთვის ნიუ იორკის შტატის ყველა ღირსშესანიშნაობის თუ გასართობი აქტივობის წარდგენას მარტივად და ორიგინალურად.

ამასთან  სარეკლამო კამპანია გვთავაზობს დავფიქრდეთ, თუ ჩვენ რის გამო გვიყვარს ნიუ-იორკი🙂

P.S. დავამატებდი…. არა მხოლოდ ნიუ–იორკი… თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და… ხაშური!🙂