საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
შრომის ანაზღაურება: 2,500 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
მარკეტინგის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირებული მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს შემდეგ სამუშაოებს:
** არსებული სერვისებისა და სამუშაო პროცესების შესახებ ინფორმაციის შეკრება და მარკეტინგული მიმართულებით დამუშავება;
** ახალი სერვისების შექმნის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
** არსებული და ახალი სერვისების რეკლამირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** ორგანიზაციის მომხმარებელთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება და სერვისების გაცნობა;
** მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი და სერვისების შესაბამისი მიმართულებით განვითარების გეგმის დასახვა/განხორციელება;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით შესაბამისი აქტივობების ინიცირება/დაგეგმვა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და სერვისების შეთავაზება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება;
** მომზადებული ანგარიშგების საფუძველზე, სერვისების მოხმარების პროგნოზირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
ცოდნა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** პროდუქტების განვითარების, მარკეტინგისა და რეკლამირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ფართო გამოცდილება;
** მარკეტინგული კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
** ორგანიზაციის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
საქმიანი თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მომხმარებლის მოთხოვნებსა და შედეგზე ორიენტირებული;
** ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან გუნდური მუშაობის უნარი;
** დადგენილ გონივრულ ვადებში სამუშაოს ხარისხიანად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nbe.gov.ge) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@nbe.gov.ge 2012 წლის 15 ივნისისჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შევსება სავალდებულოა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nbe.gov.ge
დატოვე კომენტარი
Comments feed for this article