პოლონეთმა და უკრაინამევრო-2012″-სთვის საერთო ფული გამოუშვეს. წელსევრო-2012-ის მასპინძლების წორედ ეს ქვეყნები არიან. ამიტომაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით პოლონეთის და უკრაინის ბანკებმა ორმაგი ომინალის მონეტები გამოუშვეს.

მონეტის შექმნის იდეა პოლონეთის ნაციონალურ ბანკს ეკუთვნის, ხოლო მის დიზაინზე უკრაინული ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელობამ იზრუნა.

ვერცხლის მონეტა ორი ნაწილისგან შედგება: ერთზე მითითებულია 10 გრივნიანი ნომინალი, ხოლო მეორეზე – 10 ზლოტი. მონეტის ორივე მხარეს ფეხბურთელების დაევრო-2012”-ის ემბლემაა გამოსახული.

ერთი ნაწილით ანგარიშსწორება კიევშია შესაძლებელი, ხოლო მეორით – ვარშავაში. მაგრამ ეს ფული ნომინალზე საკმაოდ ძვირი – 600 ზლოტი, ან თხუთმეტი ათასი უკრაინული გრივნა ღირს.