ვისაც „ჰარი პოტერი” უყვარს  და ვისაც უყვარს მაგრამ არ წაუკითვას, ან თუნდაც ვინც ვერ მოიცალა ამ ყველაფრისთვის… თუმცა არიან ისეთებიც რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ მაინც…

Sony- მ “ჰარი პოტერის” სათამაშო ვერსია შექმნა. ჯოან როულინგის სათავგადასავლო წიგნი სათამაშო კომპიუტერისთვის ერთგვარი პულტი იქნება. E3  ვიდეო თამაშის შოუს პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ყველაფერი კი ასე ხდება…

როდესაც მომხმარებელი სპეციალურად შექმნილ წიგნს კამერას მიუერთებს, ეკრანზე ინტერაქტიული გამოსახულებები გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლის ხელში მინი-თამაშად გადაიქცევა.

სისტემა Playstation-ის ციფრულ კამერასა და მოძრავ კონტროლერს ეყრდნობა. მომხმარებელი ჟესტით უთითებს მექანიზმს და სხვადასხვა ჯადოსნობას ახდენს, მაგალითად – ქაღალდზე ცეცხლს ანთებს და სხვა.

ვიდეო თამაშის შემქმნელების მიზანია, საზოგადოებას Playstation 3-ის მიმართ ინტერესი გაუჩნდეს. Sony წარმოდგენილი ვერსიის გაუმჯობესებას აპირებს.