ხელის თხოვნის მუსიკალურმა შეთავაზებამ სამი დღის განმავლობაში YouTube-ზე 3,3 მილიონამდე ადამიანმა ნახა…

და მაინც რა მოხდა?

ყმაწვილმა დაპატიჟა თავისი მეგობარი გოგონა სადილზე მშობლებთან. რა იცოდა, რომ გოგონას მისვლისთანავე სიურპრიზი ელოდა. მომავალი სიძის ძმამ მომავალი სარძლო  Honda CRV-ს ღია საბარგულში ჩასვა და ყურსასმენების გაკეთება მოსთხოვა.

რგოლი გადაღებულია დასავლეთში პოპულარულ ჟანრში Lipdub (lip – ტუჩები, dub – დუბლირება). რგოლში, რომელიც ერთი დუბლის საშუალებით შეიქმნა, ადამიანების ჯგუფები ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩნდებიან კადრში და სტროფებად მღერიან ყველასათვის ცნობილი სიმღერის ტექსტს. კამერა Lipdub-ის ერთი მონაწილისაგან მეორე მონაწილეზე გადადის, ხოლო მიღებული ვიდეო რგოლის „გაჭრა“ ან მონტაჟი შეუძლებელია.