ონტარიოს მასწავლებელთა გაერთიანებამ სწორედ ამ სლოგანის ქვეშ დაიწყო ახალი კამპანია, რომელმაც მთლიანად შტატის ყურადღება მიიპყრო.

მასწავლებლები – ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებთანაც თითოეული ჩვენგანი დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს ვატარებდით, რომლებიც გვასწავლიდნენ, ზრუნავდნენ ჩვენზე და ცდილობდნენ, რომ ჩვენი სკოლაში ყოფნის პერიოდი ყველაზე ბედნიერ და უზრუნველ დროდ ექციათ შემდგომ უკვე წლების გადმოსახედიდან… (ასე იყო მართლა?! :))

„გაიხსენეთ ყველაზე საყვარელი მასწავლებლები, მათი ყველაზე თბილი ფრაზები  და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები მათთან გატარებული“ –  ამ მოწოდებით მიმართა საზოგადოებას ონტარიოს მასწავლებელთა ფედერაციამ…

„დაიჭირე წამი“

„გახადე მარადიული ყველაზე დასამახსოვრებელი წამები და გაუზიარე facebook-ზე  შენი ისტორია შენს მეგობრებს“

„დააფასე ამაგი და გაუთბე გული იმ ადამიანს ვინც წლების განმავლობაში უანგაროდ ზრუნავდა შენზე“

„მათ ხომ თქვენი ცხოვრება შეცვალეს“

P.S. ამ ყველაფერზე ერთი ცნობილი ლექსი გამახსენდა… “მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი…” არადა სულ მიკვრდა რატომ? რატომ?🙂