პორტუგალიის ნაკრების კარში მეორე გოლის გატანის შემდეგ, დანიელმა ფეხბურთელმა ბუკმეკერული კომპანია “Pаddy Power”-ის რეკლამირება ტრუსის მეშვეობით მოახდინა.

ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული უეფას მხრიდან მკაცრი სანქციები.

ფეხბურთელი უკვე გააფრთხილეს დანიის ფეხბურთის ფედერაციიდან და მოთხოვეს აღარ გაიმეოროს მსგავსი საქციელი, რადგან ფედერაციის სპონსორია ბუკმეკერული კომპანია Ladbrokes.

ჯერჯერობით უეფას ოფიციალურად არ გამოუცხადებია სანქციების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ევრო-2012-ის წესები უხეშად იქნა დარღვეული.

თავად ფეხბურთელი არ თვლის თავის საქციელს გასაკიცხად და მიიჩნევს, რომ ეს ტრუსები მისთვის ბედნიერების მომტანია.🙂