მომღერალ ლედიგაგა აღარ ხუმრობს და საზოგადოებას  ახალისუნამოს, სახელწოდებით“Fame” ს სთავაზობს.  

 

სუნამო სისხლისფერი შეფერილობისაა, ბოთლი ამპულას მოგაგონებთ და ვერცხლისფერი თავსახურითაა დაცული. სუნამოს ყუთი შავიფერისაა და მასზე წარწერას შეამჩნევთ: “ბელადონას ცრემლების, ორქიდეას დაჭმუჭნული გულის, გასრესილი გარგრის, ზაფრანისა და თაფლის წვეთების კომბინაცია“.

აი, ამ წარწერაზე…  ფუფალასეული  რეცეპტი გამახსენდა: ბალახი ვირისგვერდა, ღელაღუნტის ძირი, ტირიფის არაყი, აქლემის ძვალი, ჯოჯოხეთის ქვა, ეშმაკის კიტრანა…😉

ასეა თუ ისე, ვარსკვლავმა საკუთარი სუნამოს ფოტოტვიტერისგვერდზე ატვირთა და მიაწერა ეს ჩემი სუნამოს ოფიციალური ფოტოა. მანამდე კი…

კანადური მოდის ჟურნალის Flare-ის რედაქტორზე, ლიზა ტანტიზე განაწყენებულმა, რომელმაც დაასწრო და გაგას სუნამოს ფოტოები ჟურნალში დაბეჭდა, ვარსკვლავმა ყველა ჟურნალის რედაქტორებს მიმართა და დასცინა: 

“როგორც ჩანს, ჩემი სუნამოს ფოტოებმა გაჟონა. მოდის ჟურნალების რედაქტორებო, უბრალოდ, შემეძლო თქვენთვის ხელები დამეგრიხა, თუმცა… დაგინდეთ!“