კანადის მაკდონალდსმა მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაგრძელება კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაწყვიტა…

დღეიდან ნებისმიერ ბურგერმოყვარულს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში მიიღოს ნებისმიერ სასურველ კითხვაზე პასუხი.

 (http://yourquestions.mcdonalds.ca/)

აქ არ არსებობს შეზღუდვა კითხვებზე – მაგალითად, ისიც კი შეგიძლიათ გაიგოთ, სტრესის ქვეშ  ხომ არ ჰყავდათ ცხოველები, სანამ მათგან ჩვენს საყვარელ ბურგერებს დაამზადებდნენ 🙂 …ცხადია, ამ ისედაც რთულ ცხოვრებაში უარესად დასტრესილი ხორცის ჭამა არავის არ უნდა 🙂

„ხომ არ ასუქებს მაკდონალდსი?“ ან „საიდან მოაქვთ და რატომ არასდროს თავდება ამდენი ერთნაირი კარტოფილი?“ 🙂

საქართველოში ალბათ, მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძირითადად ერთი კითხვით შემოიფარგლება: „რამდენად გვასუქებს ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს?“ 🙂

ასე რომ, თამამად დასვით ნებისმიერი კითხვა!

აქ ცენზურა მოხსნილია!

მათ ხომ პასუხი ყველაფერზე მზად აქვთ…:)

Advertisements