სააგენტომ  “Colenso BBDO Auckland”  ახალზელანდიური სუპერმარკეტების ქსელისათვის „New World“ ახალი სარეკლამო კამპანია შეიმუშავა.

კამპანია  “Every Day a New World” / „ყოველდღე ახალი სამყარო“ სლოგანის მიხედვით ტარდება და  საცალო ვაჭრობის სტანდარტული რეკლამებისაგან მკვეთრად განსხვავდება. რგოლში გამოკვეთილად არ არის ნაჩვენები  გასაყიდი პროდუქცია, მით უფრო არც ზღაპრულად დაბალი ფასები და არც სისუფთავისგან ბრწყინავი სავაჭრო დარბაზები.

კომპანიის სამი წარმომადგენელი ადამიანების ცხოვრებიდან სამ ისტორიას გვიამბობ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ  „New World“-ის სუპერმარკეტების ქსელს.

ვნახოთ…:)

რგოლში „Next Day” / „მეორე დღეს“ ნაჩვენებია შემთხვევითი სექსის🙂 შემდეგ ერთად გაღვიძებული ახალგაზრდა წყვილი…

რგოლში „”Lucky Day” / „წარმატებული დღე“ – მამა თავის ზრდასრულ შვილთან ერთად, დილით ადრე, მიემგზავრება ნავით სათევზაოდ…

რგოლი “I’m BIG Day”/ „დღე როდესაც მე გავიზარდე“ –  მთავარი გმირი გვიყვება “მეკობრე-ბიჭუნას” დაბადების დღის შესახებ…