როგორც მოსალოდნელი იყო, გალფის მიერ გათამაშებული “ასტონ მარტინის” იღბლიანი მეპატრონე, სპორტულ სუპერ-ქარს გასაყიდად გამოიტანდა.

ეჭვები გამართლდა და უკვე გუშინ საიტზე myauto.ge ახალთახალი ასტონ მარტინის ფოტოებიც გამოჩნდა.

ჩვენ დავუკავშირდით მითითებულ ნომერზე მეპატრონეს და ფასიც ვკითხეთ: 100 000 ევროზე დაბლა ვერ ჩამოვიყვანეთ😦.

თუმცა, სურათების დათვალიერებისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც გავამახვილეთ ყურადღება.

ერთ-ერთ სურათზე. კერძოდ, მარჯვენა მწკრივში, რიგით მეხუთე სურათზე, თვალნათლივ ჩანს ვარდისფერი ფლოსტი (შლოპანცი).

ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა, ვაჭრობა შეგვეჩერებინა😦

ნეტავ, ფლოსტების გარეშეც ასე ძვირი ეღირება?