IKEA ამტკიცებს რომ უკვე ყველაზე „ველური“ წვეულებების მოწყობაც შესაძლებელია სახლის დაბინძურების გარეშე. თინეიჯერების ოცნებები ვითომ რეალური ხდება?

თანამედროვე მოდური ტენდეციების მიმდევარი ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია IKEA-ამ შექმნა ინტერაქტიული ვებ გვერდი (http://bit.ly/L3HBro)  რომელიც მის მიერ გამოშვებული სამზარეულოს გამძლეობისა და მოხერხებულობის დემონსტრირებას ახდენს.

ვებ გვერდზე მომხმარებლებს საშუალება აქვთ კურსორის დახმარებით ამოძრაოს ვირტუალური „კაცუნა“, რომელიც ცდილობს დააზიანოს სამზარეულოს მოწყობილობები, რის შემდეგ სამზარეულო აღდგენას ექვემდებარება და მას ზიანი არ ადგება…

ჩამონტაჟებული სამზარეულოს 25 წლიანი გარანტია გააჩნია და არ ტოვებს დაზიანებებისა და სხვადასხვა ლაქების კვალს, რომლებიც წვეულებების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.

IKEA-ამ  Mother-თან  ერთად შეიმუშავა ხსენებული სახალისო რეკლამა…   ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რათა კრეატიულად წარმოაჩინო პროდუქტის ნაკლებად საიტერესო  თვისებები. ეს მხოლოდ შთაგონების წყაროდ შეიძლება აღვიქვათ მაგრამ არ გავიმეოროთ იგივე სახლის პირობებში.