Save the Children UK - Do you remember your first time?

ეს ვიდეო ორგანიზაცია Save the Children-ის ახალი კამპანიის  ნაწილია, რომელიც ოჯახის დაგეგმვის სწავლებას ითვალისწინებს.

ჩატარებული კვლევების თანახმად მსოფლიოში 200 მილიონ ქალს არ აქვს საშუალება გამოიყენოს კონტრაცეპტივები.

ოჯახის დაგეგმვის სამმიტზე , რომელიც 11 ივლისს ლონდონში უნდა გაიმართოს “გადავარჩინოთ ბავშვები” კონკრეტული გეგმის წარდგენას აპირებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია 200 000-ზე მეტი დედის გადარჩენა ყოველწლიურად.