ვისკონსინის შტატის ქალაქ მილვოკში ცოტა ხნის დაწყებულმა კამპანიამ, რომელიც თინეიჯერებში ორსულობის პრევენციას ეძღვნება, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია…

ყველაზე დიდი ყურადღება იმან მიიქცია, რომ კამპანიამ ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები ვირთხებს და გველებს შეადარა, და სპეციალურად ამ კამპანიისათვის დამზადებულ პოსტერებზე ასახა.

საგანგებოდ ამ კამპანიის მხარდასაჭერად შეიქმნა ვებ გვერდი „BabyCanWait.com”, საიდანაც ახალგაზრდა გოგონებს შეუძლიათ მიიღონ მეტი პოზიტიური ინფორმაცია ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ.

საიტი წერს, რომ როცა ხანდაზმულ მამაკაცს აქვს სექსუალური ურთიერთობა არასრულწლოვან გოგონასთან ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ამაზრზენი ფაქტი, ეს უკვე კანონიერ გაუპატიურებას ჰგავს…

მოკლედ გოგონებო: დააკვირდით ამ ფოტოებს და ეცადეთ იყოთ რადიკალურად განსხვავებულები. ისწავლეთ როგორ ააწყოთ საკუთარი ცხოვრება ჯანსაღ ურთიერთობებზე…🙂