Bloomberg-ის ცნობით მალე Facebook Exchange ანუ ე.წ ბირჟა ამოქმედდება.

ახალი ტექნოლოგია შესაძლებლობას მისცემს რეკლამის ავტორებს რეალურ დროში მოახდინონ თარგეტირება და მიზნობრივად მიმართონ თავიანთი რეკლამა, მსგავს ტექნოლოგიას უკვე იყენებს Google.

ცნობილია ასევე, რომ ზუსტი თარგეთინგისთვის Facebook-ი ვებ ბრაუზერიდან შეგროვილ ინფორმაციას გამოიყენებს,

მაგ თუ ადამიანი ეძებს სასტუმროებს ლონდონში, რეკლამაც შესაბამისი გამოჩნდება.

როგორც ცნობილია ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია Facebook -ის IPO-ზე გასვლასთან, ვინაიდან  IPO-ზე გასვლასთან ერთად 28% დაეცა კომპანიის აქციების ფასი.

Facebook-ში კი მიაჩნიათ, რომ ფასის ასეთი ვარდნა იმითაა გამოწვეული, რომ Facebook-ის რეკლამა არაეფექტურია, სწორედ ამიტომ ხდება ახალი Facebook Exchange -ის ინტეგრირება, რითაც კომპანიის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ Facebook-ის აქციების ფასი კვლავს აიწევს.