საინტერსო აქცია ჩაატარა მექსიკაში ნაიკმა: სპორტული ფეხსაცმელების შეძენა ფულის ნაცვლად სირბილით არის შესაძლებელი.

ნაიკის სპეციალური მობილური დამატების Nike+ -ის ინსტალაციის შემდეგ პრეტენდენტებმა უნდა დაიწყონ სირბილი.

გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, რომელიც 15 დღის განმავლობაში ყველაზე მეტ კილომეტრს გაირბენს.

მთავარი პრიზი ნაიკის სპორტული ფეხსაცმელია.