Tipp-Ex-ის კამპანია “A Hunter Shoots A Bear” (დათვზე მონადირე) კანის ლომების 2011 წლის კონკურსზე სამი პრიზით დაჯილდოვდა და 2010 წლის საუკეთესო ვირუსულ და ინტერაქტიურ კამპანიად დასახელდა.

შეგახსენებთ ვირუსული ვიდეოს შინაარსს: მონადირე დათვს უმიზნებდა თოფს და შემდეგ იუთუბის მომხმარებელს შეეძლო მის მიერ შერჩეული სიტყვა ჩაეწერა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ამის შემდეგ სიუჟეტი მომხმარებლის შერჩეული სცენარით მიმდინარეობდა.

კამპანიაში გამოყენებული სიტყვები იყო: Tipp-Ex, sings, dances with, plays with, sleeps, eats, cooks, talks with, loves, kisses, hugs, rides, bears, photos, drinks, beers, medicines, baths, movies, eats, fights, mounts, works, shoots, cleans, becomes, pulls, drugs, listens, watches tv, pisses, moonwalk, charm, jumps, play football, feeds, calls, provokes, teases, fucks, sucks, pisses, farts.

წარმატებული კამპანიის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ინტერაქტიური კამპანია და მას “Tippexperience 2” უწოდა.

სიუჟეტის ცვლილებისთვის, საჭიროა რომელიმე წლის ჩაწერა მონიშნულ ველში, რათა დათვის დაბადების დღე მეტეორიტმა არ ჩაშალოს და დათვმა და მონადირემ დროში გადაადგილებისას აღნიშნონ დღესასწაული.

თამაშჲ 40-მდე სცენარს მოიცავს: მონადირესთან და დათვთთან ერთად შეგიძლიათ იმოგზაუროთ მთვარეზე, მოხვდეთ 70-იანი წლების დისკოთეკაზე, მოინახულოთ იერუსალიმი ქრისტეშობის დღეს და შ.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

2000-ს თუ აკრეფ, მაინცდამაინც არ შეშინდე🙂

მინუს 1000-ც მაგარი სახალისოა, -5000 და მინუს 1 000 000🙂

დათუჩას დიდი მოკითხვა🙂