ძველი კინოს აფიშები არც თუ იაფი ღირს. მაგალითად, 1927 წელს გადაღებულ ფილმ “მეტროპოლისის” აფიშა 850 000 დოლარი დაგიჯდებათ. ფილმში მოთხრობილია მომავლის შესახებ, რომელიც სამოთხედ და ჯოჯოხეთადაა გაყოფილი. ახლა კი მსგავი ღირებულების მქონე აფიშების ტოპ ათეულს წარმოგიდგენთ.

 10. ეს კინოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ცნობილი საშინელებათა ფილმ “ფრანკენშტეინის” პოსტერია, რომელიც 1931 წელს გადაიღეს. 1993-ში კი იგი 198 ათას დოლარად გაიყიდა.

 9. 239 ათასი დოლარი კი 2008 წელს ცნობილი მიუზიკლის, “რიოში გაფრენის” პოსტერში გადაიხადეს, რომელიც შორეულ 1930 წელსაა გადაღებული.

 8. 1933 წელს გადაღებული “კინგ კონგის” აფიშაში 1999 წელს 244, 500 დოლარი გადაიხადეს.

 7. ედგარ პოს დეტექტივზე დაფუძნებულმა “შავმა კატამ”, რომელიც 1934 წელს გადაიღეს, 2007 წელს მყიდველს 286, 800 დოლარი გააღებინა.

6. 2009 წელს ნიკოლას კეიჯმა თავისი კოლექციიდან 1931 წელს გადაღებულ ფილმ “დრაკულას” პოსტერიც გაყიდა, რომელმაც 310, 700 დოლარი მოუტანა.

 5. 2007 წელს “ფრანკენშტეინზე” გადაღებული კიდევ ერთი ფილმის, “ფრანკენშტეინის საცოლის” პოსტერი გაიყიდა. 1935 წლის ნამუშევარი 334, 600 დოლარად შეფასდა.

 4. ფილმ “შავი კატის” პოპულარობა 2009 წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა მისი პოსტერი 334, 600 დოლარად გაიყიდა.

 3. ზემოხსენებულ ფილმ “მეტროპოლისის” ერთ-ერთი აფიშა 2000 წელს 357, 750 დოლარად გაიყიდა.

 2. ჰოლივუდი სავსეა რიმეიქებით. ეს კი 1932 წელს გადაღებული “მუმიის” პოსტერია, რომელიც 435, 500 დოლარად გაიყიდა.

 1. დაბოლოს, ეს გახლავთ იმ “მეტროპოლისის” პოსტერი, რომლის ფასმაც თითქმის მილიონს მიაღწია.