ქართველები რომ ყველაზე კრეატიულები, ყველაზე შემოქმედებითი ნიჭით აღსავსენი, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე მართლები და საერთოდაც „ყველაზე, ყველაზეეეეები“ ვართ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. თუმცა, რატომღაც ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ ჩანს🙂

სწორედ ამის პრევენციისთვის, ბრაზილიურმა კრეატივის სკოლამ Panamericana School Of Art and Design (პანამერიკის კრეატივისა და ხელოვნების კოლა), წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “How Far Does Your Creativity Go?” და ნებისმიერ მსურველს მისცა საშუალება გამოეცადა და გამოემჟღავნებინა საკუთარი შემოქმედებითი ფანტაზიის უნარი.

ქუჩებში, შენობებში, ავტობუსის გაჩერებებზე და ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა განთავსებულიყო ბეჭდური რეკლამა, გამოჩნდა შემდეგი ტიპის პოსტერები:

კამპანია წარმატებული გამოდგა, რადგან მასში უამრავი გამვლელი ჩაერთო და პოსტერები მალე აჭრელდა უბრალო გამვლელების კრეატიული „ნაჯღაპნით“…