ამერიკელი მხატვარი ბრაიან ლუის სონდერსი სტაჟიანი ნარკომანია. ხელოვნების სიყვარულის გამო ის იკეთებს, ეწევა, ყნოსავს და  ყლაპავს  სხვადასხვა “ნივთიერებებს”…

15 წელია რაც ავტოპორტრეტებს ხატავს და ამ ხნის განმავლობაში მისი „ფოტოგალერეა“ საკმაოდ გამრავალფეროვნდა, მან რამდენიმე ათასი ავტოპორტრეტი  სხვადასხვა პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ შექმნა. „ხელოვნებაზე დამოკიდებული“ ასე ჰქვია არტ-პროექტს (სერია „დრუგ“).

ინტერვიუებში ამბობს, რომ ეს იდეა მოუვიდა, როცა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა და მოუწია ჯერ დამამშვიდებლების დალევა და მერე ძლიერმოქმედი პრეპარატებისა ანტიდეპრესანტის ჯგუფის მიღება. იგრძნო, რომ ამ პრეპარატების ზემოქმედებისას სხვანაირად გრძნობდა თავს და უცნაურად იქცეიოდა. ამიტომ გადაწყვიტა ამ მდგომარეობიდან სარგებელი მიეღო.

სონდერსის მხრიდან ნარკოტიკებთან ეს პირველი შეხება არ იყო. ახალგაზრდობაში ის ეწეოდა კანაფს, მოგვიანებით ის კოკაინის ტარების გამოც დააკავეს. მაგრამ ის ნარკოტიკები, რასაც ბოლო 15 წლის მანძილზე იღებდა ახალი იყო მისთვის. ზოგიერთი მათგანი მისი ფავოროტიც გახდა.

მაგალითად, ქსანაქსის მიღებისას ის სოციოფობად და განდეგილად გადაიქცეოდა ხოლმე. და კიდევ სოციალურად აქტიურ ადამიანად, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ქუჩაში ნებისმიერ ადამიანთან საუბრის გაბმა.  ყველაზე საშინელი შთაბეჭდილებები დაუტოვა ნარკოტიკმა-ჰალუციოგენმა, და ტრანკვილიზატორმა სოროკველმა,  რომელიც ”ანგელოზის მტვრის” სახელითაა ცნობილი.

საკუთარ თავზე ასეთმა ექსპერიმენტებმა მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენა იქონია. ის, არცთუ უსაფუძვლოდ,  დარწმუნებულია რომ აქვს თავის ტვინის დაზიანება, აღარ არის ლაპარაკი უკვე შინაგან ორგანოთა დაავადებებზე. ასე რომ, დღეს ის მხოლოდ ექიმის გამოწერილ წამლებს იღებს, მაგრამ ავტოპორტრეტების “დრუგ” სერიას ისევ აგრძელებს.

მისი უნიკალური კოლექცია, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ნარკოტიკების ზემოქმედებისას:

გასული საუკუნის 50-იანი წლიბის ბოლოს, სამედიცინო მიზნებით მსგავს ექსპერომენტს ატარებდა ამერიკის მთავრობა იმ წამლების გამოცდის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ფსიქიკაზე. მხატვარმა მიიღო ლშდ-25-ის დოზა და ფანქრების და კალმების შეკვრა. მას უნდა დაეხატა ის ექიმი, რომელმაც მას ინექცია გაუკეთა. პირველი ნახატი გაკეთდა პირველი დოზის ( 50 მკგ) მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. ექიმი, რომელიც პროცესს აკვირდებოდა, იწერდა პაციენტის სიტყვებს: “ მდგომარეობა ნორმალურია, ჯერ-ჯერობით არანაირი ეფექტი”.

პირველი დოზის მიღებიდან 85 წუთის და მეორე დოზის მიღებიდან ( 50 მკგ) 20 წუთის მერე, პაციენტს დაეწყო ეიფორია: “ ყველაფერს ისე ნათლად ვხედავ… ეს თქვენ ხართ. პრობლემა მაქვს ფანქართან დაკავშირებით… ის თითქოს თავისით მოძრაობს”….

პირველი დოზიდან 2 საათის და 30 წუთის შემდეგ:

პაციენტი გულმოდგინედ ხატავს: “ კონტურები ძალიან მკაფიოა, ისინი გამუდმებით იცვლიან ფერს. ჩემი გონება ინაცვლებს ჩემს ხელებში, იდაყვში… ენაში.”

პირველი დოზიდან 2საათის და 3o წუთის შემდეგ:

“ვცდილობ, დავხატო სხვა ნახატი. მოდელი ნორმალურად გამოიყურება და ნახატი არა. ჩემი ხელი უცნაურად იცვლება, მოდი სხვა ნახატს დავიწყებ.”

პირველი დოზიდან 2საათის და 35 წუთის შემდეგ:

“ ამას ერთი ხელის მოსმით დავხატავ… უცბად”.

ნახატის დამთავრების შემდეგ პაციენტი იწყებს სიცილსა და უცბად იატაკზე რაღაც აშინებს.

პირველი დოზიდან 2საათის და 35 წუთის შემდეგ:

პაციენტი ცდილობს ჩაძვრეს საღებავების კოლოფში და აღელვებულია. თითქმის აღარ ლაპარაკობს.

მერე იწყებს რაღაც მელოდიის ღიღინს. ისევ იწყებს ხატვას.

პირველი დოზიდან 2საათის და 45 წუთის შემდეგ:

პირველი დოზიდან 4საათის და 25 წუთის შემდეგ:

დაწვა საწოლზე, იწვა 2 საათი და ხელებს ჰაერში იქნევდა. მერე ისევ დაიწყო აკვარელით და ფუნჯით ხატვა. “ ეს ყველაზე კარგი ნახატი იქნება. თუ ფრთხილად არ ვიქნები, საკუთარ მოძრაობებზე კონტროლს დავკარგავ. მაგრამ ეს არ მოხდება…. ვიცი.”

ბოლო ფუნჯის მოსმა ოთახში წინ და უკან სირბილისას გააკეთა.

პირველი დოზიდან 5საათის და 45 წუთის შემდეგ:

ისევ მოძრაობდა ოთახში რთული ტრაექტორიებით…

ამის მერე კიდევ საათნახევარი გავიდა, ის დაჯდა და ისევ დაიწყო ხატვა. “ისევ ვგრძნობ ჩემს ფეხებს. წამლის მოქმედება გადის. ფანქარი ხელში კარგად მიჭირავს ( ხელში უჭირავს პასტელის ცარცი)”.

პირველი დოზიდან 8 საათის გასვლის შემდეგ:

“არ მომწონს ეს ნახატი,და არც არაფრის თქმა შემიძლია, ის უინტერესოა. სახლში მინდა”….