ტვიტერმა ხელი მოაწერა თავის ყველაზე მასშტაბურ პარტნიორობის ხელშეკრულებას პეპსისთან…

გლობალური პარტნიორული პროექტი სახელად „Live for Now Music“  პეპსის ამჟამინდელ კამპანიაზე იქნება მიბმული და მიმართული იქნებაბრენდის ახალ გლობალურ პოზიციონირებაზე. პროექტი 52 კვირას გაგრძელდება.

დღევანდელი მდგომარეობით ეს ტვიტერის უდიდესი პროექტია…”– აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი შემოსავლების საკითხებში ადამ ბეინი.

“ამის გარდა, ამ კამპანიას ყველაზე პროგრესული ნაბიჯი შეგვიძლია ვუწოდოთ პლატფორმის ისტორიის განმავლობაში. ამ პროექტის ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე, ტვიტერი სრული დატვირთვით იმუშავებს.”

ამ პროგრამის მთავარი აქცენტი, რომელზეც მუშაობა წინა წლის ბოლოდან დაიწყო,   ვიდეოა – საქმე ეხება როგორც პირდაპირ ტრანსლაციებს, ისე ორიგინალურ კონტენტსაც. ბეინის სიტყვებით, პროექტის განხორციელებისთვის, ტვიტერს არანაირი ცვლილებების შეტანა თავის პლატფორმაში არ მოუწევს.

ივნისის ბოლოდან იმპროვიზებული კონცერტები ჩატარდება ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში. ყველა ეს კონცერტი რამდენიმე კვირით ადრე დაანონსდება ტვიტერის საშუალებით და ტრანლირდება @პეპსის არხის მეშვეობით. ტვიტერის მომხმარებლები ასევე კონცერტებისთვის ტრეკლისტის შედგენაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

PepsiCo Beverages -ის  გლობალური Digital დირექტორი შიც სინგჰი ამბობს რომ კონცერტები სპონტანურად ჩატარდება. მან უარი განაცხადა კონკრეტული შემსრულებლების ჩამოთვლისგან, რომლებიც  პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.

ბრენდი ტვიტერთან ასევე ითანამშრომლებს ყველაზე ცხელი მუსიკალური თემების გამოსავლენად – ამისთვის კი საჭირო გახდება ასობით მილიონი ტვიტის ანალიზი. ეს თემები თავს მოიყრის მოკლე ვიდეო მიმოხილვაში, რომელიც პეპსის ტვიტერის გვერდზე განთავსდება ყოველ ოთხშააბთს განთავსდება. გარდა ამისა, @Pepsi-ის გამომწერებს საშუალება მიეცემათ უფასოდ გადმოქაჩონ მუსიკა.

„Live for Now Music“-ის მიმართ ყურადღების მისაქცევად კამპანიის მესვეურები გეგმავენ გამოიყენონ ტვიტერის სარეკლამო პროდუქტები – როგორც სინგჰი აცხადებს, წარსულში მათ „ძალიან კარგი“ შედეგები აჩვენეს

„ეს პეპსის მომავალში, პეპსის როგორც პოპ კულტურის მოძრაობის და მთლიანად მუსიკის კურატორის, სპონსორის, შემქმნელისა და მონაწილის პოზიციებს აუცილებლად გაამყარებს“ – აცხადებს სინგჰი

ბეინი აღნიშნავს რომ Live for Now Music – ეს უკვე მეორე პროგრამაა რომელსაც ტვიტერის ახალი ბრენდ სტრატეგიის განყოფილება ჯოელ დიუნეფელდის  ხელმძღვანელობით ახორციელებს. ლიუნეფელდი  ტვიტერში სულ რაღაც ერთი წლის წინ მვიდა ციფრული სააგენტო Moxie Interactive-იდან, სადაც ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა

ლიუნიფელდის გუნდის პირველი პროექტი – კამპანია სახელად „American Express Twitter Sync Campaign“ იყო, რომელიც წელს „South by Southwest Interactive“-ფესტივალზე გაეშვა. ჩვენ ძალიან გვინდა მსგავსი ერთობლივი პროექტების მოპოვება და განხორციელება, ბრენდებისა და სააგენტოების სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბება დიდი იშვიათობაა – თქვა ბეინმა, თუმცა იქვე თავი შეიკავა ეპასუხა თუ რამდენად სარფიანია ტვიტერისთვის მსგავსი პარტნიორობის ხელშეკრულებები.

Pepsi – არ არის ერთადერთი გლობალური კომპანია რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა პოპულარულ ციფრულ პლატფორმასთან. აპრილში პეპსის ძირითადმა კონკურენტმა, კოკა-კოლამ, Spotify-სთან გლობალურ პარტნიორულ პროექტზე გააკეთა განცხადება. მუსიკალური პროექტი, კოკა-კოლას  2013 წლის კამპანიის „Year of Music”-ის მთავარი ელემენტი გახდება.