ჯილის და კელლი ბეიტსებს იმდენად უყვართ ბავშვები, რომ სუპერ-მშობლები უკვე 20 წელია ვეღარ ჩერდებიან🙂  სულ რამდენიმე ხნის წინ, წყვილმა აშშ-ის ტენესის  შტატიდან  მე-18 ბავშვის  დაბადება  აღნიშნეს და მაშინვე დაიწყეს ლოცვა მომდევნო ჩვილზე…

„ჩვენ გვეყოლება ბევრი ბავშვი, თუ ამას ღმერთი ინებებს…“  –  თქვა 45 წლის გმირმა მამამ, ჯილი ბეიტსმა,  „ბავშვები – კურთხევაა და ღმერთმა ჩვენ მრავალგზის გვაკურთხა“.

„ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ბავშვები და ყველა ბავშვს შემოაქვს დამატებითი ბედნიერება ჩვენს ოჯახში. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როცა ახალი ჩვილი ჩნდება, ყოველ ჯერზე ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, რომელი უფრო მეტი გვეყოლება – გოგო თუ ბიჭი“ – ამბობს ბავშვების დედა, რომელიც ჯერ კიდევ  43 წლისაა.

ჯილი და კელლი ერთმანეთს, 1986 წელს შეხვდნენ  სამხრეთ კაროლინაში. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და კელლი მალევე დაორსულდა.

კელლი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში საერთოდ არ უნდოდა ბავშვების ყოლა. მას უნდოდა კარიერის შექმნა და არა ძიძის როლის მორგება. „თუმცა, დროსთან ერთად,  ღმერთმა შეცვალა ჩემი გული“- აცხადებს კელლი. იგი ყოველ წელიწადს ორსულადაა.

ზაკი, მათი ყველაზე უფროსი შვილია, ის 23 წლისაა, დანარჩენი შვილების  ასაკობრივი სხვაობები კი შემდეგნაირად გამოიყურება :  22, 20, 19,18, 17, 16, 15, 14, 13, 12, 10, 9, 7, 6, 5, 3, 2  :)

ოჯახი კვირაში მიირთმევს უზარმაზარი რაოდენობით საკვებს – ჯერ მხოლოდ საუზმის მენიუში შედის 48 კვერცხი, 4 შეკვრა ბეკონი, 40 ფუნთუშა და 2 უზარმაზარი პური.

P.S. საინტერესოა ოჯახის საბოლოო შედეგი! ფაქტია აზარტი ჯერ კიდევ დიდი აქვთ!