ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი Lous Vuitton Core Values-ს სარეკლამო კამპანიის ახალი “გმირი” გახდა. მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში მსოფლიო ჩემპიონი შვილიშვილთან ერთად მონაწილეობს…

3 წლის ბიჭუნას და მის საქვეყნოდ ცნობილ ბაბუას ფოტოები ლეგენდალურმა ენნი ლეიბოვიცმა გადაუღო. კადრები მუჰამედის, არიზონაში მდებარე  სახლშია გადაღებული. ფოტოს თან ასეთი წარწერა ახლავს: “ზოგჯერ გზას ვარსკვლავები გიჩვენებენ, მუჰამედ ალი და მომავალი ვარკვლავი. ფენიქსი არიზონა.” 

ქვემოთ მოყვანილი ფოტოები აღნიშნული სარეკლამო კამპანიიდანაა, რომელიც ენნი ლეიბოვიცის მიერ 2007 წლიდან იქნა გადაღებული. მასში შესულია არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის: მსახიობი ანჯელინა ჯოლი, მომღერალი კიტ რიჩარდსი და ასევე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი.