მესაათების ერთგვარი შეთქმულება თუ სარეკლამო ხრიკი? რატომ უჩვენებს ყველა რეკლამაში მაჯის საათები 10 საათსა და 10 წუთს?

და მაინც … რატომ აჩვენებს ყველა საათი რეკლამაში ერთსა და იმავე დროს – მესაათეების მსოფლიო შეთქმულებას ფარდა აეხადა

ვერსია საკმაოდ ბევრია: ზოგი მას ღიმილის იმიტაციასთან აიგივებს, ზოგიც ანტიფაშისტურ სიმბოლოსთან. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს მისტიკა თქვენთვის ყველა თავისი მოსაზრებით წარმოგვედგინა.

მარკეტოლოგიური ვერსია

მარკეტოლოგები და ბრენდ მენეჯერები თვლიან, რომ 10:10-ში ქვეცნობიერი ღიმილია დაფარული, რაც მომხმარებლებს, რეკლამის ცქერის დროს, პოზიტიურ შეგრძნებას უტოვებს. საპირისპიროდ, თუკი ისრებს 16:40-ის პრინციპით განალაგებდნენ, შეგრძნება ნაღვლიანი იქნებოდა. თუმცა, რატომ მაინცდამაინც 10:10 და არა 14:50? ორივე ხომ ღიმილს გამოხატავს? მარკეტოლოგებს ამაზე ერთი პასუხი აქვთ: 10:10 დილას და ახალ ენერგიას გამოხატავსო.

პრაქტიკული ვერსია

ბევრ შემთხვევაში კი საათების 10:10-ზე დაყენების შემთხვევაში, უბრალოდ, კარგად ჩანს ციფრებლატი. ისრები არ ფარავს მწარმოებლის ლოგოს, კალენდარს ან დამატებით ციფერბლატებს. ასეთ დროს ყველა ის საჭირო ნიუანსი ჩანს, რომელმაც საათი უნდა გაყიდოს.

მეორე პრაქტიკული ვერსია

ზოგიერთ რეკლამაში ერთდროულად ორი საათი ჩანს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაკურსითაა გადაღებული. შესაბამისად, თუ მათ ერთ უნიფიცირებულ დროზე არ დააყენებენ, ჩნდება “სიცარიელე დროში”, რომელიც მომხმარებელმა, შესაძლოა, ნეგატიურად აღიქვას.

“წესიერი” ვერსია

როცა 11-ის 10 წუთია, საათის აღმნიშვნელი ისარი თითქმის ისევ 10-თან დგას, როცა წუთების ისარი 2-თანაა. ყოველივე ეს ქმნის ერთგვარ სიმეტრიას, როგორც ვიზუალის, ისევე გამოთქმის თვალსაზრისით – 10:10.

საწარმოო ვერსია

სწორედ 10:10-ზე აყენებს წარმოება საათებს, როცა ისინი იწყობა. რეკლამაში გადაღებული მაჯის საათები სრულიად ახალია და პირველად მათ ვარსკვლავები იკეთებენ. თუმცა აქვეა კითხვაც: თუ საათი არ არის მექანიკური და დაქოქვის გარეშე მუშაობს, მაგალითად ელემენტებზე ან ელემენტარულ გარყევაზე?

ესთეტური ვერსია

ამბობენ, 10:10 რეკლამებში უფრო ესტეთურად ჩანს და უფრო მიმზიდველია. თუმცა გაურკვეველია, რა “დააშავეს” 15:00-მა, 15:30-მა ,  11:15-მა და ა.შ.

ამით მთავრდება რაციონალური ვერსიები და იწყება “სხვანაირები”…

კონსპიროლოგიური ვერსია

ამ ვერსიიდან წარმოიშვა მსოფლიოს მესაათეთა შეთქმულების თეორია. ამ მოსაზრების მიხედვით, ისრების მიმართულება 10:10 ერთგვარ საიდუმლო მესიჯს წარმოადგენს, რომლის ადრესატებიც მესაათები არიან.

თუმცა ვერსია არასრულია, რადგან დაფარული აზრი ამოუხსნელია. ერთ-ერთი მოსაზრებით, ეს არის დრო, როცა სადღაც რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. მეორე მოსაზრება პირველს გამორიცხავს: მანამდე, ვიდრე ყველგან 10:10 ფიგურირებს, არაფრის გაკეთება არაა საჭირო. მხოლოდ მაშინ, როცა ეს გამოსახულება შეიცვლება, რაღაც დიდი ცვლილება უნდა მოხდეს.

დენ ბრაუნის ვერსია

მწერალ დენ ბრაუნის ვერსია, კონსპიროლოგიურის ერთ-ერთი გაგრძელებაა. იგი თვლის, რომ ისართა განლაგება 10:10 ეს ანტიფაშისტური სიმბოლოა და რომ ორგანიზაცია ისევ განაგრძობს მუშაობას. ბრაუნის ლოგიკის მიხედვით, 10:10-ზე ისართა განლაგება 115 გრადუს კუთხეს უდრის, ხოლო 115 გრადუს ცელსიუსზე ანტიფრიზი იწყებს დუღილს. “ანტიფრიზი”, რომელიც გერმანულად “ანტი ფრიც”-ად გამოითქმის იყო მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ ეფ მოქმედი ანტიფაშისტური პარტიზანული ორგანიზაცია.