ალკოჰოლთან ბრძოლა დღემდე აქტუალური საკითხია, როგორც ჩვენთან ასე საზღვარგარეთ. ყოველდღიურად იგონებენ მეთოდებს, რომელსაც ზოგიერთი ემორჩილება, ზოგიც იგნორირებას უკეთებს. გაგიკვირდებათ და არც ამერიკაში ყოფილა სახარბიელო მდგომარეობა…

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში ალკოჰოლთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოიგონეს. საზოგადოებრივ ადგილებში, ბარებისა და კაფეების საპირფარეშოებში, უნიტაზებზე სპეციალური ხელსაწყო დაამონტაჟეს, რომელიც ნასვამ მამაკაცებს სთხოვს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, სანამ ნამსვამ მდგომარეობაში საჭეს მიუსხდებიან.

ხელსაწყო კაცს ქალის ნაზი ხმით ეუბნება, რომ მისივე უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, გამოიყენოს ტაქსის მომსახურება ან საჭესთან მეგობარი დასვას. ასეთი ხელსაწყო საპირფარეშოებში უკვე დაამონტაჟა დეტროიტში მდებარე ბარის ადმინისტრაციამ.

“შესაძლოა, მამაკაცებმა მართლაც მიაქციონ ყურადღება ქალის ნაზ ხმას და თხოვნას, არ დასხდნენ საჭესთან ნასვამები”, – განაცხადა ბარის მენეჯერმა ენჯი უილიამსმა.

უჩვეულო ხელსაწყო უკვე საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად ამონტაჟებენ აშშ-ის სხვა შტატებშიც, თუმცა, ის ყველას არ მოსწონს.”ისიც მეყოფა, ჩემი ცოლი რომ მაფრთხილებს”, – განაცხადა დეტროიტის მცხოვრებმა.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული ხელსაწყო საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია… ან სულაც რამდენად დაუჯერებენ ქართველი მამაკაცები “ხმას”…

ესეც ეს საინტერესო ხელსაწყო…