ტყავის ნაწარმის მწარმოებელმა კომპანია Louis Vuitton-მა  ფლორიდის სასამართლოში (აშშ)  სარჩელი შეიტანამოთხოვნით, დაეხურათ ასზე მეტი საიტი, რომელიც ბრენდის ყალბ პროდუქციას ყიდდა.

კომპანია, არამარტო უკრძალავდა საიტებს თავისი სავაჭრო ნიშნის გამოყენებას, არამედ, ითხოვდა, რომ სასამართლოს აეძულა რეგისტრატორები, როგორიც იყო მაგალითად Go Daddy , შეეწყვიტა ასეთი საიტების მხარდაჭერა, ხოლო საძიებო სისტემები კი, მათ შორის Google – არ დაეშვა მათი ჩვენებები ძებნის შედეგებში.

თავის სარჩელით, Louis Vuitton გეგმავს გაიმეოროს Chanel-ის წარმატება, რომელმაც  ანალოგიურ პრობლემის გადაწყვეტას  რეგისტრატორებთან და საძიებლებთან დაკავშირებით მიაღწია ნევადის სასამართლოში.

გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში, Chanel-ის მოთხოვნით,  600-ზე მეტ საიტს აეკრძალა ამ სავაჭრო ნიშნის პროდუქციის გაყიდვა და სახელწოდება Chanel-ის გამოყენება (სატესტო შესყიდვების შედეგად დადგინდა, რომ საიტები ყიდნენ ყალბ პროდუქციას). ასევე, სასამართლოს ბრძანებით, Google, Bing, Yahoo, Facebook, Google +, Twitter-ს აეკრძალათ  მიენიჭებინათ ინდექსები ამ საიტებისთვის და  ეჩვენებინათ  ძებნის შედეგებში.

Louis Vuitton საუბრობს საავტორო უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ იმავე ქმედებების განხორციელებაზე, რომლებიც შემოთავაზებული იყო ამერიკის  მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონპროექტში SOPA (Stop Online Piracy Act.) კანონპროექტი ძალიან არაპოპულარული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ინტერნეტის საჯარო სივრცეში ტექნიკური ჩარევის შესაძლებლობას გულისხმობდა.

ცნობილია შემთხვევები, როდესაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ კანონის გამოყენებით მიაღწია წარმატებას ყალბი საქონლის საიტების აკრძალვისათვის.

2011 წელს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეაჩერა 150 ინტერნეტ-საიტის საქმიანობა, შეცვალა რა მათი შინაარსი ბმულებით Youtube-ის ვიდეოებზე, რომელიც ეხებოდა ფილმების მეკობრეობის შესაძლო საფრთხეებს. ამასთან, ამ საიტების უმრავლესობას არანაირი შეხება არ ჰქონდა ფილმებთან და ვაჭრობდნენ, მაგალითად ფეხსაცმელითა და ტანსაცმლით გოლფისათვის.