“სექსი დიდ ქალაქში” – ასე ჰქვია ახალ სუნამოსა და სპრეის, რომელიც ტელეკომპანია HBO-მ გამოუშვა. ის რამდენიმე სახეობისგან შედეგაბა, ერთ მათგანს “განთიადი” ჰქვია – ის მომხმარებელმა დილით უნდა მიიპკუროს, რათა თავი ისევე იგრძნოს, როგორც ახალგაღვიძებულმა ქერიმ, ხოლო მეორეს – “მზის ჩასვლა”– ის საღამოსთვის არის განკუთვნილი.

ტელეარხმა სერიალის პირველი პარფიუმერული ხაზი ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე გამოუშვა. ამ ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე ცნობილი პარფიუმერები, ოლივიერ გილოტინი და მერიპაიერ ჟულიენი მუშაობდნენ.

“სერიალის მსგავსად, “სექსი დიდ ქალაქში” დღემდე პოპულარულია მსოფლიოში. ამ არომატების მეშვეობით კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს ნიუ-იორკის ჯადოსნურ ძალას და ხიბლს”, – განაცხადეს HBO-ს წარმომადგენელობაში.

სპრეი “სექსი დიდ ქალაქში”, რომელიც ყველა მსურველს თავს ფილმის გმირად აგრძნობინებს, 5 ევრო ღირს, ხოლო სუნამოს ფასი 22 ევროა.