ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლისათვის სასერტიფიკატო პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** პოტენციური მომხმარებლისათვის სასერტიფიკატო პროგრამის გამოყოფილი სასემინარო სივრცისა და ტექნიკური საშუალებების გაცნობა
** აპლიკანტთა რეგისტრაცია
** სტუდენტთა პირადი ფაილების შექმნა,ხელშეკრულებების გაფორმება
** ლექტორთა ხელშეკრულებების გაფორმება
** სტუდენტთა დასწრების კონტროლი
** სტუდენტთა უზრუნველყოფა ქ-ა უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებით სწავლის საფასურის გადასახდელად და გადახდების შემდეგი კონტროლი
** ლექტორთა სახელფასო ტაბელის შედგენა
** გამოცდებზე დასწრება
** ღია კარის დღის და გამოსაშვები საღამოს მომზადება-ჩატარების ორგანიზება
** სტუდენტთა ელ.ბაზის შექმნა/განახლება
** სტუდენტთა სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა
** ლექტორთა სატაბელო უწყისების შედგენა/მონიტორინგი
** ნიშნის ფურცლის და სერტიფიკატის მომზადება და გადაცემა
** სასწავლო პროცესის ცხრილის შედგენა/მონიტორინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office, Windows, ინტერნეტი, ელ. ფოსტა)
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა

ასაკი: 28 წლიდან
ხელფასი: შეთანხმებით
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:30-19:30 საათამდე. შაბათი 12:00-15:00 საათამდე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე:info@gau.ge არაუგვიანეს 16 ივლისის 18:00 საათისა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
მ. ალექსიძის 8
ტელ: 220 65 20

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.