თამბაქოს მწარმოებელი კომპანია JTI-იმ სარეკლამო კამპანიის გატარება დაიწყო, რომელიც მიმართულია დიდი პრიტანეთის ჯანდაცვი სამინისტროს ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც სიგარეტის შეფუთვის ბრენდირების გაუქმებას გულისხმობს.

პრინტზე გამოსახულია სიგარეტის კოლოფის შიდა მხარე, რომელზეც წერია: „მტკიცებულება იმისა, რომ სიგარეტის კოლოფის ბრენდირების გაუქმება შეამცირებს მწეველთა რაოდენობას… დაეტევა კოლოფის შიდა მხარეზე“. იგივე გამოსახულების ნახვა ასევე შესაძლებელია კომპანიის მთავარ გვერდზეც.


სარეკლამო კამპანია ეჭვქვეშ აყენებს ჯანდაცვის სამინისტროს ვარაუდს, რომ სიგარეტის კოლოფების უნიფიცირება ადამიანებს აიძულებს სიგარეტის მოხმარება შემცირონ.

სარეკლამო კამპანიამ სტარტი ივლისის დასაწყისში აიღო და ემთხვევა შეფუთვის ბრენდირების აკრძალვის განხილვის პროცესს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა ორგანიზებული. პროცესი სავარაუდოდ ივლისის შუარიცხვებში დასრულდება. სარეკლამო კამპანიაზე 2 მილიონი ფუნტია გამოყოფილი.

JTI-ის ბრიტანული ოფისის მმართველი დირექტორი მარტინ საუტგეიტმა „The Drum“-ის კომენტარში აღნიშნა, რომ სამინიტრომ იხმო კომპანიები დისკუსიაში მონაწილეობისათვის ხსნებულ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მათი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია დააფიქსიროს საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

საუტგეიტმა ყურადღება გაამახვიალა, რომ სიგარეტის შეფუთვის ბრენდირებაზე უარის თქმა ხელს შეუწყობს არალეგალური კონტრაბანდული საქონლის გამოჩენას ბაზარზე. ამიტომ, დირექტორის აზრით, განხილვადი კანონპროექტი არანაირ დადებით გავლენას არ მოახდენს მწეველებზე. საუტგეიტი იმედს იტოვებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აურს იტყვის თავის ინიციატივაზე.
ამ მომეტისათვის თამბაქოს შეფუთვის ბრენდირება მხოლოდ ავსტრალიაშია აკრძალული.

აღნიშნულის შესახებ კანონი 2011 წლის დეკემბერში იქნა მიღებული, მაგრამ მხოლოდ 2012 წლის დეკემბერში ამოქმედდა.