ეს არის “კადილაკი” რომელზეც ოდესმე მიოცნებია… ახლა კი იყიდება… ვინ იქნება მისი ახალი მფლობელი ჯერჯერობით უცნობია!


ამერიკის კრიმინალური სამყაროს შეფის, ალ კაპონეს საყვარელი ავტომობილი – Cadillac V-8 Town Sedan მალე გასაყიდად გამომზიურდება.

რამდენი სასწაული ისტორია არსებობს ამ მანქანის გარშემო. მაშინ, როდესაც ალ კაპონე ამ მანქანით სეირნობდა, აშშ-ში ყველა  დავა ავტომატების ხმაურით წყდებოდა, თუმცა მანქანას არც არარფერი ეტყობა.

ალ კაპონემ ის სპეციალურად შეუკვეთა და მოითხოვა, რომ ტყვიაგაუმტარ შუშებში 2.5 სმ-ის სისქის დირე დაეტოვებინათ, რათა საჭიროების შემთხვევაში, იარაღის სროლა მანქანიდანვე შეძლებოდა.

ალ კაპონემ “კადილაკი” 4 საბურავიან “ტანკად” გადააქცია, ბოლოს კი მისი მწვანედ შეღებვა მოითხოვა. ეს შეფერილობა კრიმინალური სამყაროს თავკაცს შემთხვევით არ აურჩევია – იმ დროს პოლიციის მანქანებიც მწვანე იყო. კაპონემ მანქანას ციმციმები და პოლიციის რადიოც დაუმონტაჟა. საინტერესო მიგნება აღმოჩნდა!

ლოტის ფასი ნახევარი მლნ დოლარია, თუმცა მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, ავტომობილი შესაძლოა გაცილებით ძვირად გაიყიდოს.

ეს  “კადილაკი” ალ კაპონეს გარდა, მეორე მსოფლიო ომის დროს პრეზიდენტ რუზველტს იცავდა. იმ დროს თეთრი სახლის ბინადარს კონგრესის ნებართვის გარეშე უფლება არ ჰქონდა, 750 დოლარზე მეტი ღირებულების ტრანსპორტი შეეძინა, ხოლო ეს დაჯავშნული მანქანა გაცილებით ძვირად ფასობდა. ასე რომ, ჯერ კიდევ ციხეში მყოფი  ალ კაპონეს ავტომობილი რუზველტს ძალიან გამოადგა.

ერთი სიტყვით,  ცნობილი განქსტერის  ცნობილი ავტომანქანა ახალ პატრონს ელის! ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი…