საინტერესოა როგორი თეთრეულით იმოსებოდა ქალი 500 წლის წინათ… რა ხიბლავდა იმდროინდელ მამაკაცს მასში, ფერი, ზომა თუ ფორმა?:)

როგორც ისტორიკოსებმა გამოიკვლიეს, არაფერი ამ მხრივ განსხვავბული 21-ე საუკუნეში არ ხდება…

თუმცა, ისტორიკოსები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ავსტრიულ სასახლე Lengberg-ში ქალის 500 წლის წინანდელი თეთრეული აღმოაჩინეს. მნიშვნელოვანია, რომ ბუზგალტერი და ე.წ ბიკინი  სასახლის სარდაფში ინახებოდა.

მართალია, ქალის თეთრეული ჟამთა სვლით გაცვეთილია, მაგრამ თანამედროვე ბუზგალტერსა და საცვალთან მსგავსება ნამდვილად არის! ასევე ისიც ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში მამაკაცებს იმავე სტილის საცვალი ეცვათ, როგორიც თანამედროვე შორტებია. ასევე დღემდე მიჩნეული იყო, რომ ქალებს კაბის შიგნით პერანგი ეცვათ.

თითქოსდა ქალებმა ქვედა საცვლის მასიურად გამოყენება მე-18 საუკუნიდან დაიწყეს, ხოლო ბუზგალტერი შედარებით უფრო თანამედროვეა, იგი მხოლოდ 100 წლის წინ გამოჩნდა. როგორც ირკვევა ეს მოსაზრება მცდარია…

“ეს აღმოჩენა თავიდან დაწერს მოდის ისტორიას. დღემდე მსგავსი რამ არავის უნახავს”, – განაცხადა ლონდონის მუზეუმის მოდის კურატორმა, ჰილარი დევიდსონმა.

სასახლეში ქალის თეთრეულთან ერთად ტანსაცმლის დაახლოებით 3 ათასამდე  ნაფლეთი აღმოაჩინეს.

დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი საუკუნიდან აიღებს მოდა სათავეს…

წყარო: http://www.dailymail.co.uk/femail/article-2174568/Found-castle-vault-scraps-lace-lingerie-rage-500-years-ago.html