არ მეგულება ადამიანი, ჩუპა-ჩუპსი რომ არ ჰქონდეს დაგემოვნებული. წელს ამ მსოფლიო ბრენდს 55 წელი შეუსრულდება. მგონი საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ ამ ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტის მარკეტინგულ სვლებს, რამაც ამ ჯოხზე წამოცმულ „კანფეტს“ მსოფლიო ცნობადობა მოუტანა…

ბრენდი Chupa-Chups დაარსდა 1958 წელს, ესპანეთში. ხის ჯოხზე წამოცმული ნუგბარის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ მისი მირთმევა ხელების და ცხვირ-პირის მოუსვრელად შეიძლებოდა🙂 1969 წლისთვის კი, მოხდა მისი ლოგოტიპის ყველასთვის ცნობილი ვიზუალის ფორმირება. ამავე წელს გადაწყდა ლოგოტიპის მოთავსება უშუალოდ კანფეტზე.

ლოგოების ევოლუცია:

ბრენდის დასახელება წარმოსდგება ესპანური სიტყვისგან “chupar”, რაც ქართულად  „წუწვნას“ ნიშნავს. ამასთან, მრავალფეროვანი გემოს გარდა, სარეკლამო აქტივობისას მთავარი აქცენტი კეთდებოდა მესიჯზე „ერთადერთი რამ ჯოხზე, რისი წუწვნაც ნებადართულია“ (The only thing with a stick you should lick)

მოცემულ სარეკლამო პოსტერებში, მთავარი აქცენტირება ხდება ადამიანის მიდრეკილებისკენ რაღაც ღრღნას, ან ლოღნოს🙂

ჩუპა-ჩუპსი თამბაქოს წინაამღდეგ…

დიაბეტური ჩუპა-ჩუპსი

ჩუპა-ჩუპსი ხილის ნაწილაკებით

„ჩუპა-ჩუპსის პორტრეტები“

და რა თქმა უნდა,  ჩუპა-ჩუპსი მოზრდილებისთვის…

„მინი ჩუპა-ჩუპსი“