ონლაინ მარკეტინგის კომპანია Web.com,  მცირე ბიზნესის მხრიდან მობილური მარკეტინგის გამოყენების შესახებ  საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.

ქართულ რეალობაში, მობილური აპარატებისთვის ვებ-საიტების ოპტიმიზირება რომ უცხო ხილია, ეს ისედაც კარგად ვიცით. თუმცა როგორც ირკვევა, მობილური მარკეტინგი დიდად არც განვითარებულ ქვეყნებში ჰყვავის. სტატისტიკის მიხედვით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლების 60 პროცენტს აქვს ვებ საიტი, აქედან მხოლოდ 26 პროცენტი არის მობილურებისთვის „მეგობრული“. ხოლო 14 პროცენტის ინტერფეისი და სტრუქტურა, მობილურებისთვის ცალკეა შექმნილი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ნავიგაციას.

ამ უკანასკნელების გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივეს მომხმარებელს მობილურიდან საკუთარ საიტთან კავშირი, მათი მობილური მარკეტინგის აქტივობები გაცილებით ეფექტიანი და მეტი უკუკავშირის მქონე გახდა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ უახლოესი 5 წლის მანძილზე, მობილური მარკეტინგს ყველაზე მთავარი მნიშვნელობა ექნება მათი განვითარებისთვის.

ამის მიუხედავად, მობილური მარკეტინგის გააზრებული აქტივობები ძალიან იშვიათად გვხვდება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებში.

ამის გამომწვევი მიზეზები კარგადაა წარმოდგენილი შემდეგ ინფოგრაფიკში: