ყურადღებით მიმოიხედეთ – ისინი ყველგან არიან!

ჩვენს გარშემო ყველა საგანს საკუთარი სახე აქვს, უბრალოდ სხვა თვალით უნდა შევხედოთ („კაი ბიჭის დაიკოა, სხვანაირად არ შეხედო“ – ვის გაგახსენდათ? ).

მეტი დაკვირვება, ცოტა ფანტაზია და თქვენ უკვე ხედავთ, რომ ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ნაგვის ურნა, „ფლოსტები“, ბოლომდე შეუჭმელი პიცა, დენის „შტეფსელები“, ხეები და ა.შ. – გააჩნია თავისი უნიკალური სახე, რომელიც შეიძლება ხასიათსაც გამოხატავდეს. პროექტი Faces in Places გვთავაზობს შევხედოთ ყველაფერს სხვა კუთხით და დავინახოთ იმაზე მეტი, ვიდრე მანამდე ვხედავდით.