ახალი სერვისი სარეკლამო სააგენტოებისთვის და ბრენდებისთვის… youtube ყველა დაინტერესებულ კომპანიას, ვისაც სურს ვირუსული ვიდეოს დამზადება ეხმარება მათთვის ყველაზე შესაფერისი „კრეატივშიკების“ მოძიებაში. რაც მთავარია, ეს არიან ყველაზე გამოცდილი youtube-ს კონტენტ მენეჯერები, რომლებიც უდიდეს ვიდეო პორტალთან 2007 წლიდან თანამშრომლობენ და „ძმურად“ იყოფენ რეკლამიდან შემოსულ თანხებს.

ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნოა მცირე კომპანიებისთვის, ვისაც არ აქვს ფინანსური რესურსი დაამზადოს ძვირად ღირებული სარეკლამო კლიპები და დაატრიალოს ისინი ტელევიზიაში.

youtube-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კონტენტ-მენეჯერ Devin Graham-ს დიდი იმედი აქვს, რომ მიიღებს შეკვეთებსRedbull-ისგან, რადგან მის მიერ გაკეთებული გიჟური ვიდეოები სრულად ჯდება ამ ბრენდის ფასეულობებში.

გთავაზობთ რჩეულ ვიდეოებს: