წყლის სპორტის აღჭურვილობის მწარმოებელმა ბრენდმა Tribord და ფრანგულმა სააგენტო Fred & Farid-მა გადაიღეს ლამაზი ვიდეორგოლი ადამიანის წყლის სტიქიაში დაბრუნების შესახებ.

ადამიანი გამოვიდა წყლიდან. ასე ამტკიცებს ერთ-ერთი ჰიპოთეზა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ამაზე მეტყველებს ადამიანის დაბადების ფაქტიც – ცხრა თვე ბავშვი „ცურაობს“ დედის მუცელში. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ადამიანი მიისწრაფის წყლისკენ, რომელიც მას ძალისა და თავისუფლების შეგრძნებას ანიჭებს. ამასთან ეს ყოველივე დაუჯერებლად ლამაზია.