ფრანგული კომპანია Creusois et un Berrichon მალე გაყიდვაში გამაგრილებელ სასმელს ჩაუშვებს, რომელსაც ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის, დომინიკ სტროს კანის პატივსაცემად პოლიტიკოსის ინიციალები – DSK დაარქვეს. და არა ამრტო მისი ინიციალები, მის “შინაარსზეც” მეტყველებს…

DSK  ჩვეულებრივი  შუშხუნა უალკოჰოლო კოქტეილია, რომელსაც მსუბუქი კივის გემო აქვს. და რაც მნიშვნელოვანია – სასმელს აფროდიზიაკის (ნივთიერება, რომელიც სქესობრივ აქტიურობას ზრდის) ეფექტიც გააჩნია.

სიახლის მწარმოებლების, სტეფანა ბრიოს და პატრისა ჰილარდის თქმით, პროდუქტის გემოს დასაყენებლად ექვსი თვის განმავლობაში იღვწოდნენ.

“მომხმარებელს შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონოს ჩვენი სასმელი, მაგრამ მის დავიწყებას ვერ შეძლებს. DSK ცქრიალა ღვინოს მოგაგონებთ, გვინდოდა ის შუშხუნა სასმელი ყოფილიყო, რაც უფრო სექსუალურად გამოიყურება, ამიტომაც მოვიგონეთ Drink Safran Kiwi, შემოკლებით DSK, იგი ტკბილია, რომელიც თაფლითა და ზაფრანითაა შეზავებული”,-  განმარტავენ კომპანიაში.

10 000 ბოთლი DSK მაღაზიების დახლებზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატს, დომინიკ სტროს-კანს, რომლის კარიერაც თავის დროზე  სექსუალურ სკანდალებს ემსხვერპლა, საკუთარი სახელობის სასმელის გამოჩენაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ფაქტია საზოგადოების ინტერესი უკვე დიდია…