სულ რამდენიმე დღეა ფეისბუქზე ახალი გვერდი გამოჩნდა, რომელიც ვფიქრობ, ყველა თქვენგანის ყურადღებას მიიპყრობს და “like”-ებსაც დაიმსახურებს.

fb.me/www.ertad.org ეკუთვნის ორგანიზაციას “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, რომლის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

პიარ სკოლა მხარს უჭერს სოცოალურ მედიაში მსგავსი გვერდის გამოჩენას იმ ერთადერთი მიზეზით,  – მიუხედავად ბოლო წლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ქვეყანაში ჯერ კი­დევ არ­ად­ამ­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობების მქო­ნე პირ­თა სო­ცი­ალ­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თვითრეალ­იზ­აც­ი­ის კუთ­ხით, რაც პირ­ველ რიგ­ში გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­ის დამოკიდებულე­ბა შშმ პირ­თა და მათი მდგომარეობის მი­მართ არ­ა­ად­ეკ­ვა­ტუ­რია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დაფუძ­ნე­ბუ­ლია ცრუ წარ­მოდ­გე­ნებსა და სტე­რე­ოტ­იპ­ებ­ზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თემაზე ყველა სასარგებლო რესურსის ერთ სოციალურ გვერდზე მობილიზება ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებასა და ადვოკატირებას მათი უფლებების რეალიზებისათვის.
გავაზიაროთ მეგობრებში http://www.facebook.com/www.ertad.org,  გთხოვთ !