ცნობილია, რომ იტალიური ბრენდი „პრადა“ (Prada) მილანში დაიბადა. კერძოდ კი, 1913 წელს მარიო პრადამ თავისი პირველი მაღაზია გახსნა, რომელიც ტყავის ნაკეთობებით იყო წარმოდგენილი (ჩანთები, ხელთათმანები). მალევე, მარიოს ბიზნესი წარმატებული და მთელს ევროპაში ცნობილიც გახდა…

თუმცა, კომპანია პოპულარობის მწვარვალს, მაინც, მარიოს მემკვიდრის, მისი შვილიშვილის მიუჩას საქმიანობის დროს აღწევს.

მიუჩა (მარია) პრადა (Miuccia Prada ) იტალიაში, მილანში 1949 წლის 10 მაისს დაიბადა. მისი სრული სახელი არის Marria Bianchi Prada.

მარიამ და მისმა მეუღლემ, პატრისიო ბერტამ, რომელიც ამჟამად მოდის სახლი „პრადა“-ს აღმასრულებელი დირექტორია, ბრენდს ახალი ცხოვრება მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ მარიას განათლება სრულიად განსხვავებული სფეროში ჰქონდა მიღებული (პოლიტოლოგიაში), ახალგაზრდა პრადამ სწრაფად აუღო ალღო „მოდას“  და  მალევე წარმოადგინა სამოსის ძალიან საოცარი და რევოლუციური ხაზი.

„პრადა“ იქცა მსოფლიო მოდის ზენიტად, რომელიც დღემდე დგას „მოწოდების სიმაღლეზე“ და, მიუხედავად ბევრი ინტრიგისა,  „დაბლა“ არ ეშვება. როდესაც ირჩევს თემებს, დიზაინს და ფერებს მისი ახალი კოლექციისთვის, მარია ამბობს, რომ  პირველ რიგში, ის ეყრდობა თავის ინტუიციას. იგი, ყოველ ჯერზე, იყენებს სხვადასხვა ქსოვილს და უყვარს მათი უჩვეულო გზით გაერთიანება.

1985 წელს, ის ქმნის ახალ ხაზს და აწარმოებს ჩანთებს  შავი სინთეტიკისგან და შესაშური სისწრაფით ხდება ჰიტი მოდის ინდუსტრიაში. პირველი RTW კოლექცია (მასობრივი წარმოების, სტანდარტული ზომის) , რომელიც მას  მოჰყვა, 1989 წელს იყო და, ასევე, დიდი წარმატება მოუტანა ქალბატონ პრადას.

90-იან წლებში ის იწყებს სათვალეების ხაზის გამოშვებას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ პრადას სავაჭრო ნიშნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი ხდება. 1997 წელს, პრადა უშვებს სპორტულ სამოსს სავაჭრო ნიშნით „PRADA SPORT“. კომპანიას ეკუთვნის ასევე სხვადასხვა სავაჭრო ნიშანი, რომელიცაა: Prada Donna, Prada Uomo, JilSander, miu Miu, Granello და Helmut Lang. დიზაინის შექმნის მიმართულებით პრადა წარმატებულად თანამშრომლობს, ასევე,  ელექტროტექნიკის კომპანია ელ ჯი-სთან (LG).

მაღალი ფასების და ბრენდის ფალსიფიცირების უამრავი შემთხვევის მიუხედავად, „პრადა“ ცდილობს „ორიგინალი“ გახადოს უფრო პოპულარული და სასურველი!

მოდის საქმიანობაში ჩართვისას, რას იფიქრებდა მარია პრადა, რომ  30 წლის შემდეგ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონი და  მოდის იმპერიის მეპატრონე გახდებოდა?!

მნიშვნელოვანია, რომ ბრენდს აქვს 200-ზე მეტი მაღაზია და მიუჩა პრადას ქონება  3 მილიარდ დოლარს აღემატება. თქვენ ატარებთ პრადას? ვინ ხართ თქვენ?🙂