წონაში დაკლება გსურთ? გადაიღალეთ გაუთავებელი დიეტებით? – ხშირად გსმენიათ ალბათ მსგავსი განცხადებები სხვადასხვა მედიასაშუალებებით. შესაბამისად, ხშირადაც მიგვიმართავს შესაბამისი კომპანიებისთვის….  მოკლედ გირჩევთ ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ…

ფრანგულმა პარფიუმის სახლმა Robertet-მა მსოფლიოში პირველი სუნამო წარმოადგინა, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. მისი სახელწოდებაა Prends-moi.

სუნამოს შემქმნელები ირწმუნებიან, რომ სასიამოვნო სურნელის მქონე Prends-moi  ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის კანში B-ენდორფინების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ტვინს “სიამოვნების მესიჯი” გადაეცემა.

და… აი, რა ყოფილა „სიამოვნების მესიჯი“ …

საბოლოოდ, ადამიანის განწყობა მაღლდება, მადა კი უქვეითდება. მშვენიერია!

თურმე “გასახდომი კომპლექსი” კოფეინის, კარნიტინისა და სპირულინას ნაზავია. ის ორ მთავარ ფერმენტს ააქტიურებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ლიპოლიზმის (ჭარბი წონის დაქვეითება) პროცესში.

სუნამოს სურნელი ბერგამოტის, მანდარინისა და გრეიფრუტის სურნელს აერთიანებს. Prends-moi-ს სურნელი იმ მანდილოსნებს მიიზიდავს, რომელთაც ზაფხულის არომატები მოსწონთ.

ერთი სამწუხარო ფაქტი, Prends-moi  მხოლოდ 6 ათასი ეგზემპლარია. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში უამრავი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც წონაში დაკლება სურთ, თუმცა  მათი უმრავლესობა სუნამოს ყიდვას ვერ შეძლებს.

დიეტებს მაინც ვერ ავცდით…