უცნაურია, თუმცა ფაქტია… მხოლოდ მათთვის ვისაც რამის აღიარება ან აღსარება  სურს, მაგრამ დრო და გამბედაობა არ გააჩნია…  გერმანელებმა ამისთვის იზრუნეს, მაგამ რამდენად მიგეტევება “ზევით” ეს არავინ იცის… თუმცა არც “სხვა” რამ ვიცით მაგრამ მაინც ვაკეთებთ…

გერმანიაში მათთვის, ვისაც ეკლესიაში სიარულისა და აღსარების დრო აღარ აქვს, სპეციალური ავტომატი Pray-O-Mat-ი შეიქმნა. სახელწოდება Pray-O-Mat ინგლისური სიტყვა Pray-დან გამომდინარეობს, რაც ქართულად ლოცვას ნიშნავს…

ავტომატი ნებისმიერი ადამიანის ცოდვებს ისმენს და შეუნდობს. (ავტომატი შეუნდობს ცოტა მეუხერხულა!)

Pray-O-Mat-ი გერმანელმა გამომგონებელმა, ლოვერ შტურმმა ძველი ფოტოკაბინისგან შექმნა. მისი მეხსიერების ბარათზე 65 ენაზე 300-მდე ლოცვა და ქადაგებაა ჩაწერილი. მასში რამდენიმე რელიგიის ლოცვებია ჩაწერილი, შესაბამისად ავტომატურ რეჟიმში ცოდვების მონანიება შეუძლიათ კათოლიკეებს, იუდეველებს, მუსულმანებს, ბუდას მიმდევრებს და ა.შ.

მომსახურება ფასიანია – ავტომატის ერთჯერადი მოხმარება 50 ევროცენტი ღირს.

P.S. ბიზნესისთვის რას არ მოიგონებენ?!🙂 ასეთ ავტომატს ნამდვილად არ ველოდი!