რა არის პორტრეტი? პორტრეტი ლიტერატურაში და პორტრეტი ფერწერაში…  ამისთვის ყველაზე მტავარი მაინც წარმოსახვაა, ზოგი მისი სრულყოფისთვის კალამს იყენებს და სიტყვებით გადმოგვცემს, ნაწილი კი ფუნჯით და მას ვიზუალურად აღვიქვავთ!

ვიკიპედიაში კი ვკითხულობთ: პორტრეტი  რეალურად არსებული პიროვნების (ან გამოგონილი ლიტერატურული გმირის) ფურცელზე ან ტილოზე  გამოსახვაა ან აღწერა. სახვით ხელოვნებაში კი  პორტრეტი ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია.

ამერიკელმა მხატვარმა კრეიგ ალანიმ პორტრეტების შექმნის ახალ სტილს მიაგნო! არა კალამი და არა ფუნჯი, არანაირი საღებავი… ის  ადამიანთა პორტრეტებს პაწაწინა გამოსახულებებისგან ქმნის. ალანი მათ ტილოზე ტანისამოსის ფერისა და ადგილმდებარეობის მიხედვით ანაწილებს. ალანის ნახატები დიდი სიმაღლიდან გადაღებულ ფოტოებს ჰგავს, რომლებზეც ადამიანთა სხადასხვა განლაგების მეშვეობით ულამაზესი პორტრეტები იქმნება.

კრეიგ ალანიმ მერლინ მონროს, ოდრი ჰეპბერნის, ჯონ კენედის, ელვის პრესლისა და სხვა ცნობილი ადამიანის პორტრეტები შექმნა. მხატვრის პორტრეტის ღირებულება 50 000 დოლარს აღწევს, თუმცა ხელოვანი მყიდველთა ვინაობას საიდუმლოდ ინახავს.რატომ? ჯერჯერბოით უცნობია!