ბელგიელმა ფოტოგრაფმა ფრიკე იანსენმა ფოტოების სკანდალური  სერია “მავნე ჩვევის სილამაზე” შექმნა, სადაც  მწეველი ბავშვებია აღბეჭდილი.

youtube-ზე ახალი სკანდალური ვიდეო რგოლი გამოჩნდა, სადაც ორი წლის ინდონეზიელი ბიჭუნა დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევა.

ფოტოგრაფი ჩააფიქრა ფაქტმა, მართალია ცნობილია თუ რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს მოწევამ ადამიანს, თუმცა მან დააფიქსირა სხვა მოვლენაც: თუ რამდენად მიმზიდველია ბავშვებისა და მოზარდების მხრიდან სიგარეტის მოწევა.

რამდენად გამართლებულია ნიკოტინის საწინაარმდეგო კამპანია? რატომ გააჩნია საზოგადოებას ორმაგი სტანდარტები? ერთის მხრივ ჩვენ ვებრძვით მოწევას, მეორეს მხირვ ჩვენვე ვხედავთ მასში მიმზიდველობას, თუნდაც მაშინ როდესაც ეწევა ქალბატონი… და ასევე ვერ წარმოგვიდგენია ნამდვილი მამაკაცი კბილებში გაჩხერილი სიგარეტის გარეშე… თუმცა ამაში ცუდიც არაფერია!

ერთად ვნახოთ სკანდალური ფოტოების სერია…

ფოტოგადაღებების დროს პატარებს სიგარეტის ნაცვლად ხელში ეჭირათ საკმეველის ღერები ან თეთრი ქაღალდი, ბევრმა ამ პროექტს სკანდალური უწოდა და თითქოსდა ფოტოგრაფი მოწევის პროპაგანდას ეწეოდა…  თუმცა ეს იყო მხოლოდ ფოტოსესია!