საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენებისათვის სპეციალური ქცევის წესები გამოაქვეყნა.

წელს ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე  სპორტსმენებისათვის ახალი   „ქცევის კოდექსი სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში“ შეიმუშავა. ახალმა კოდექსმა ფაქტობრივად შეცვალა   ვანკუვერის ოლიმპიადის მარტივი „წესების ბლოგინგი“. თუმცა  4 წლის წინ პეკინის ოლიმპიადაზე საერთოდ არ არსებობდა მსგავსი ტიპის წესები.

ეს კი გვიჩვენებს თუ რამდენად სწრაფად გაიზარდა სოციალური ქსელების აქტივობა და ასევე იმას ადასტურებს, რომ ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს არ ჩამორჩეს სოციალური მედიის განვითარებას და ამასთან ერთად დაიცვას თავისი მარკეტინგული პარტნიორები.

წესების მიხედვით ხდება გარკვეული რეგლამენტის დაწესება ფოტოების, ვიდეო თუ აუდიო მასალების, ასევე დომენების, და URL გამოყენებაზე. იმისათვის რომ  დაიცვას არა მარტო ოლიმპიური ქარტიის, არამედ სპონსორების უფლებებიც შეიქმნა სპეციალური საიტი: www. olympicgamesmonitoring.com

სოციალური მედია მენეჯერი, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის წარმომადგენელი მაია გრინბერგი აღნიშნავს, რომ 2 წლის წინ რეგლამენტი ეხებოდა მხოლოდ სარეკლამო ბანერების, რეკლამებისა და ბლოგების გამოყენებას, ხოლო სოციალურ ქსელებზე ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები. ამ ორი დოკუმენტის შედარებისას საინტერესოა იმის აღმოჩენა თუ რამხელა ევოლუცია განიცადა ამ პერიოდში სოციალურმა მედიამ,  – აცხადებს გრინბერგი

„100-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ სწორედ ესაა არსი იმ დოკუმენტის, რომელიც აჩვენებს მონაწილეებს თუ რისი გაკეთების და არ გაკეთების უფლება აქვთ მათ ოლიმპიადის ფარგლებში.

ამ ეტაპზე მასგავსი ტიპის აკრძალვა შეეხო ორ ავსტრალიელ მოცურავეს მათ მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოების გამო, რომელიც ავსტრალიის ოლიმპირმა კომიტეტმა განიხილა. ფოტოებზე მოცურავეები ვარჯიშის დროს იარაღით პოზირებდნენ ფოტოკამერების წინ.

ეკსპერტების აზრით მსგავსი ინციდენტები კიდევ შეიძლება განმეორდეს, რადგან ძნელია 17 დღის განმავლობაში 204 ქვეყნის ათასობით ოლიმპიელის მუდმივი კონტროლი.

დევიდ შვაბი, კომპანია ოქტაგონის ვიცე პრზიდენტ, რომელიც სპორტული მარკეტინგით არის დაკავებული აცხადებს, რომ სოციალურ მედიაზე განხორციელებულმა მსგავსი ტიპის აკრძალვამ  ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია უარყოფითი შედეგიც გამოიღოს.

რა თქმა უნდა ასეთი სახის აკრძალვები ეწინააღმდეგება სოციალური მედიის არსს, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის თქმით ეს წესები იარსებებს მხოლოდ იმ ტიპის სპორტულ თამაშებზე სადაც შეჯიბრი ხდება ორ სპორტულ გუნდს შორის. მათივე თქმით თუ ლონდონის ოლომპიადაზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა წესები მომდევნო წლისთვის გამარტივდება. ხოლო თუ მსგავსი ტიპის პრეცენდენტები კიდევ განმეორდა, წესები სავარაუდოდ კიდევ უფრო გამკაცრდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ინტერვიუზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ სოციალური მედია მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია, სპორტსმენებსა და გულშემატკივარს შორის. მან ასევე განაცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიადა გახდება მსოფლიოში პირველი „ინტერაქტიული“ ოლიმპიადა, მას მხედველობაში ქონდა ახლადშექმნილი ოლიმპიური კლუბის პორტალი, სადაც სოციალური მედიის საშუალებით მოხდება ოლიმპიელების კავშირი გულშემატკივართან და აგრეთვე სპეციალური ანგარიშ-ეკაუნტების შექმნა.